მოძრაობა დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ყოველთვის იყვნენ ადამიანები, ვისაც რუსეთში ტაში და ფული ერჩია. ამის შესახებ ხოშტარიამ ფორმულას ეთერში ისაუბრა.
“ადამიანი, რომელსაც არ აინტერესებს გახელაძე, არ აინტერესებს ოკუპაცია, ფული ურჩევნია, მოსკოვში ტაში ურჩევნია, ბამბანერკა ურჩევნია, ეგეთი ადამიანები ყოველთვის არსებობდნენ და ეს ჩემი საქმე არ არის. ჩემი საქმეა, ჩვენი ფულით როგორ იქცევიან და სახელმწიფო რა პოზიციას აფიქსირებს. ვინ უნდა მოიკლას თავი გახელაძისთვის საერთაშორისო არენაზე, როდესაც გახელაძის პარალელურად მიდიან რუსეთში. ნიუსი უნდა დაიწეროს, რომ ქართული თეატრი გამოდის იქ”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
როგორც ცნობილია, რუსთაველის თეატრის დასი, რობერტ სტურუს ხელმძღვანელობით, მოსკოვში, ანტონ ჩეხოვის ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად მიდის.