[su_quote]თეატრი თავად წყვეტს სად უნდა წავიდეს. თუ სტურუა თვლის, რომ რუსთაველის თეატრი ამ ფესტივალზე უნდა წავიდეს, უნდა წავიდეს. მეორე, მე მიმაჩნია, რომ ფესტივალები ის ადგილია, სადაც საქართველომ თავის კულტურა უნდა ჩაიტანოს და რატომ არა ოკუპანტ ქვეყანაში, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ამ ადამიანებს, რა კულტურა გვაქვს ჩვენ და რა ქვეყანას ებრძვიან და ეჭიდავებიან საუკუნეებია. ჩვენ არაფერი დასამტკიცებელი არ გვაქვს და შეიძლება, ვინმემ თქვას, რატომ უნდა ვუმტკიცოთ ვიღაცას, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჯერ ერთი, ეს თეატრის გადაწყვეტილებაა და მეორე, მომხრე ვარ, რომ ფესტივალებზე საქართველოს კულტურამ იაროს და პოპულარიზაცია გაუწიოს საქართველოს[/su_quote]
ეს განცხადება მეტრონომთან პარლამენტის კულტურის კომიტეტის წევრმა ქეთევან დუმბაძემ გააკეთა. რუსთაველის თეატრის დასი რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით რუსეთში, ანტონ ჩეხოვის სახელობის ფესტივალში აპირებს მონაწილეობას და იქ რუსი მაყურებლის წინაშე ითამაშებს სპექტაკლს.