ახალი ამბები კულტურა მთავარი ციტატა

წულუკიანი რუსთაველის თეატრის რუსეთში წასვლაზე: ე მანდ, მე არ ვერევი თეატრების საქმიანობაში

[su_quote]მინისტრად რომ ვინიშნებოდი, თითს მიქნევდნენ, ე მანდ, არ ჩაერიო შემოქმედი ხალხის საქმიანობაშიო. შესაბამისად, გეტყვით, რომ ე მანდ, მე არ ვერევი თეატრების საქმიანობაში და ყველა თეატრი თავად წყვეტს, ამას ქვია შემოქმედებითი თავისუფლება, რომელ საერთაშორისო ფესტივალზე წავიდეს გასტროლით. ამ შემთხვევაში, საქმე უნდა გვქონდეს იმ საერთაშორისო ფესტივალთან, რომლის გამართვის ადგილი არის სწორედ რუსთავის ფედერაცია და ამ გადაწყვეტილებაში ყველა თეატრი და სამხატვრო ხელმძღვანელი არის თავისუფალი[/su_quote]

ეს განცხადება კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. რუსთაველის თეატრის დასი რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით რუსეთში, ანტონ ჩეხოვის სახელობის ფესტივალში აპირებს მონაწილეობას და იქ რუსი მაყურებლის წინაშე ითამაშებს სპექტაკლს.

იტვირთბა....