ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბარბაქაძე: რობიკო რუსეთში ისეთ ხალხთან ჩადის, ვინც საქართველოდან ჯარის გასვლას მოაწერა ხელი

რუსთაველის თეატრის მსახიობი, გოგა ბარბაქაძის თქმით, რობერტ სტურია მოსკოვში იმ ადამიანებთან მიდის ვინც საქართველოდან ჯარის გასვლას ხელი მოაწერა. ამის შესახებ მსახიობმა ფორმულას ეთერში განაცხადა.

“რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი რომ ჩატარდა ფეხბურთში და გაემარჯვა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, არ უნდა წასულიყო? ხომ ითამაშეს ბიჭებმა და ვჩალიჩობდით, რომ გავსულიყავით, სამწუხაროდ მოხდა რომ ვერ გავედით მსოფლიო ჩემპიონატზე. გარკვეულ უხერხულობას არ შექმნიდა საქართველოს ნაკრები რომ წასულიყო? ისიც ფესტივალია და შეიძლება თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, ანალოგიურად მნიშვნელოვანია ზუსტად, როგორც მსოფლიო ჩემპიონატი, ისე ჩეხოვის ფესტივალი.

ბატონი რობიკოს სტატუსებს არ კითხულობთ რუსეთთან დაკავშირებით რაებს წერს? იმას რატომ არ აქვეყნებთ? რუსეთი რომ ოკუპანტია, რობიკო მაგას მთელი თავისი ცხოვრება იძახის, იმას რატომ არ აქვეყნებს? სხვათა შორის, რობიკო რუსეთში ისეთ ხალხთან ჩადის, ვინც მოაწერა ხელი, რომ რუსეთის ჯარი გასულიყო საქართველოდან რომ იცოდეთ”,- ამბობს გოგა ბარბაქაძე.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის თეატრის დასი რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით რუსეთში, ანტონ ჩეხოვის სახელობის ფესტივალში აპირებს მონაწილეობას და იქ რუსი მაყურებლის წინაშე ითამაშებს სპექტაკლს.

იტვირთბა....