„ისლამური სახელმწიფო“ ტერიტორიებს კარგავს. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
ISIS-მა ერაყში დაკავებული ტერიტორიები დაკარგა. კოალიციამ აშშ-ს მეთაურობით ერაყის ქალაქი რამადი “ისლამური სახელმწიფოსგან“ გაათავისუფლა. პენტაგონმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქალაქი ჯიჰადისტებისგან გათავისუფლდა.
ერაყის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ჯარისკაცების კუთხით სერიოზული დანაკარგი არ გვქონია, რაც შეეხება მოსახლეობას მათი ევაკუაცია დროულად მოხერხდა.