ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ღოღობერიძე: ქრონიკული სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანები დაბერებულად გამოიყურებიან

გიორგი ღოღობერიძემ განაცხადა, რომ ქრონიკული სტრესი ადამიანებში ფიზიკურ ცვლილებებს იწვევს.

“სტრესი, ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა. ვთქვათ, საცობში ხარ, ან ბევრი საქმე გაქვს შესასრულებელი და ვერ ასწრებ, ან სახლში მიდიხარ და ბავშვები ძალიან გღლიან, ესეც სტრესია. სტრესი შეიძლება არსებობდეს რუტინული, რაც ახლა ჩამოვთვალე და უეცარი, ვთქვათ, ვინმე გარდაგვეცვალა. შესაძლოა, იყოს ფიზიკური ტრავმის სტრესი. მთავარია, სტრესი არ გაქრონიკულდეს და არ გადავიდეს ყოველდღიურობაში. ეს ჩვენს სხეულს ძალიან ცვლის. ქრონიკული სტრესი სწრაფად უნდა მოგვარდეს. ქრონიკული სტრესის დროს იზრდება ოფლიანობა, ასევე, სუნთქვა რთულდება”, – განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.

ღოღობერიძემ აღნიშნა, რომ ქრონიკული სტრესის დროს მცირე ცვლილებას მაშინვე გამოჰყავს ადამიანი მდგომარეობიდან და სტრესის დროს მაღალია დეპრესიის რისკი.

იტვირთბა....