შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასი, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, მოსკოვში, ჩეხოვის სახელობის თეატრალურ ფესტივალზე გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პირველი არხი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფესტივალში მონაწილეობას დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნები იღებენ.
“ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ შევძლებთ მოსკოველ მაყურებელს ვაჩვენოთ ჩვენი სპექტაკლი, ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი. არაჩვეულებრივი პიესაა, არაჩვეულებრივი ავტორი და, ჩემი აზრით, მსახიობებიც არ თამაშობენ ცუდად“, – აღნიშნავს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რუსულ არხთან ინტერვიუში.
სახელმწიფო თეატრი ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას, სპექტაკლები 30 ივნისს, 1 და 2 ივლისს გაიმართება.