“გიორგი ღოღობერიძე თაღლითი არ არის და არც ემიგრანტებს ატყუებს! სოლიდარობას უცხადებს შოთო სიხარულიძე, ქართველი ემიგრანტები გიორგის”, – ამის შესახებ შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს.
მან სურვილი გამოთქვამს, რომ გიორგი ღოღობერიძეს კლინიკის გახსნაში დაეხმარონ.
მეტრონომი შოთო სიხარულიძის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
„მეგობრებო ერთი იდეა მინდა შემოგთავაზოთ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ამ უმაგრეს ბიჭს თავისი კლინიკის გახსნაში დავეხმაროთ, რომელიც როგორც თავადვე აღნიშნა თავიდან ბოლომდე მორგებული იქნება პაციენტზე (წარმოსადგენადაც რა ძალიან სასიამოვნოა).
ჩვენ ყველაზე მებრძოლი და უძლიერესი ერი ვართ და თუ მოვინდომებთ ყველა ერთად შევძლებთ გიორგი ექიმის დახმარებას, ჩემი ოცნებაა (და ალბათ თქვენიც) ისეთი კლინიკა გვქონდეს საქართველოში რომელსაც ვენდობით ბოლომდე და ფულის გამო არ გაგვწირავენ, ათასობით ფულს ვხარჯავთ და სწორ დიაგნოზსაც ვერ გვისვამენ და ცდომილება აქვთ უმეტესად კვლევებზე, ისეთ კლინიკაზე ვოცნებობ სადაც გულისხმიერი ექიმები იქნებიან და როცა მივალ კლინიკაში 5 საათი ფეხზე დგომა არ მომიწევს და ვედრება, იმის რომ 5 წუთი დამითმოს იმისთვის, რომ გამომიწეროს საჭირო მედიკამენტები.
ამიტომაც იქნებ ყველა ერთად გავერთიანებულიყავით ამ მიზნის ირგვლივ და მცირედი თანხა შეგვეგროვებინა. აბა რას იტყვით? – ჩაუვარდა ხალხს ბევრ ექიმს ბიზნესები იმ ქვეყანაში სადაც ბევრი გაჭირვებული ცხოვრობს და ექიმთან მისვლის საშუალებაც კი არ აქვს იმათ უკეტავთ გზას,კაბინეტში სადაც კითხვა უნდა დასვა და პასუხში 50 ლარი თუ არ გაქვს კონსულტაციის თანხა ვერაფერს გახდები, საავადმყოფო სადაც კარებში როგორც კი შედიხარ ქვითარი აიღე გეუბნებიან ისე ვერ შეხვალთ არც კი ამოგასუნთქებენ იქნებ უბრალოდ შეკითხვა გაქვს, არ გრცხვენიათ თქვენ აი ასეთ საქართველოში ცხოვრობთ და აი ასეთი ლიცენზირებული ექიმები ხართ ფულის ექიმები, სადაც ადამიანის ჯანმრთელობას არაფრად აგდებთ.
ბევრ თქვენისთანა ექიმს მირჩევნია თუნდაც სტუდენტი ვუწოდო ბატონი #გიორგიღოღობერიძე ადამიანი, რომელიც უანგაროდ უწევდა კონსულტაციებს ლაივის საშუალებით ადამიანი რომლის რჩევითაც გადავრჩი თირკმლის უკმარისობას თქვენმა ლიცენზირებულმა ექიმებმა დამინიშნეს კოვიდოს დროს ზუსტადაც ტელეფონით ისეთი მედიკამენტები, რომ არა გიორგის ლაივები ვერგავიგებდი ,რომ უკვე რეაქცია იყო იმიტო რომ კოვიდიანი ვიყავი და გარეთ ვერ გავიდოდი კარანტინი მქონდა და ვერც ექიმთან მივიდოდი ტელეფონზე საათობით დაკევება იყო. იმ ექიმთან ვინც უბანმა მომაკუთვნა.
გრცხვენოდეთ იმ სიტყვების, რასაც იმ ადამიანისთვის იმეტებთ, ვინც უანგაროთ გიწევდათ დახმარებას. წარმატებები, ბატონ გიორგის. მალე ჰქონოდეს თავისი კლინიკა და ამდენი მტრების დაძლევაში. იქნებ ჩვენი ორიოდე სიტყვებით დავეხმაროთ, რადგან გული არ აუცრუვდეს რომ ქართველია, რომ არ აფასებენ მის ამაგს და მტრები ჰყავს უამრავი წინსვლა და წარმატებები. რო არ დამეწერა არ შემეძლო #გიორგიღოღობერიძე,“ – წერს შოთო სიხარულიძე.
ცნობისთვის, გიორგი ღოღობერიძე გადაცემა პრაიმშოუში კორონავირუსთან დაკავშირებული სამედიცინო პოდკასტების გამო გააკრიტიკეს.