ბათუმში, ძმები წულუკიძეების, ჭელიძეებისა და ელდარ ანთაძის მხარდამჭერ აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა ავტომობილები გამართეს, შემდეგ კი აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ და კარვების გაშლა სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცეს.
აღნიშნულს პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე შეკრებილები დაკავებულების გათავლისუფლებას ითხოვენ.
ცნობისათვის, ბათუმში მოჭიდავეები, ფირუზ წულუკიძე და მისი ძმა, რეზო წულუკიძე, ასევე ძმები ჭელიძეები და ელდარ ანთაძე 2021 წლის აპრილში დააკავეს, მას შემდეგ, რაც სოფელ გუმათთან დაპირისპირება მოხდა.