ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პატარაია: 50 განრისხებული მამაკაცი გეების წელში გადატეხვას აანონსებს

“ფაშისტურ ალტ-ინფოს ტელევიზიას შეუკრებია 50 განრისხებული მამაკაცი და გეების წელში გადატეხვას აანონსებს”, – ამის შესახებ უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს.

“ყველაფრის გაპროტესტება როცა ეზარება ადამიანს და მარტო გეების გაგონებაზე სდის თვალებიდან სისხლი, რაზე უნდა ვიფიქრო, თუ არა კარგად ნაცნობ და ბევრჯერ გამომჟღავნებულ მიზეზზე – ეგ თვალსისხლიანი კაცები საკუთარ ჰომოსექსუალურ ვნებებს ებრძვიან სინამდვილეში; სწორედ აქედან მოდის ეს დაუოკებელი გზნება შეებრძოლონ გეებს ქუჩაში!” – წერს პატარაია.

1-5 ივლისს თბილისი პრაიდი კვირეულს გამართავს, 5 ივლისს კი  თბილისში, რუსთაველის გამზირზე კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში გაიმართება.

პრაიდი ლგბტ კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით აღინიშნება. წლების მანძილზე, ლგბტ ადამიანების უფლებების ზრდასთან ერთად, ღონისძიებამ ბევრგან მიიღო ზეიმის სა

იტვირთბა....