“მესმის რომ ზაფხულია, ყველას გვინდა უფრო მეტი თავისუფლება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ადამიანთა ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი მომატებულია. სპეციალისტები ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობენ.
„ეს ცეცხლთან თამაშია. ჩვენ ჯერ კორონავირუსული ინფექცია რა დაგვიმარცხებია. დღესაც 521 შემთხვევა იყო, 12 ადამიანი დაიღუპა ბოლო 24 საათში, ეს ხომ სერიოზული ციფრებია პატარა საქართველოსთვის”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 911 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.