ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგი ღოღობერიძის ფანკლუბს ვაფრთხილებ – ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ექიმის მიმართვა

ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ექიმი ირმა კვიცარიძე ნინო ნადირაძის მიერ გიორგი ღოღობერიძის გაკრიტიკებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ექიმი პასუხს აგებს არა მხოლოდ პაციენტის მკურნალობაზე, არამედ მედიკამენტოზური თერეპიების საჯაროდ გაცემულ  ინფორმაციაზე.

“მოკლედ! გიორგი ღოღობერიძის ფანკლუბს ვაფრთხილებ, თუ რაიმეს თქმა გსურთ ღიად დაწერეთ! პირადში ნუ მწერთ! მე ჩემი აზრი გამოვთქვი და პასუხს ვაგებ თითოეულ სიტყვაზე რაც დავწერე! კიდე ცოტა დავწერე!

გავმეორდები: დაავადებათა მკურნალობების საჯარო განხილვა, მედიკამენტების დასახელებით, მითუმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა სადაც ყველას არ მიუწვდება ხელი სამედიცინო სერვისებზე და აფთიაქში მედიკამენტს რეცეპტის გარეშეც შეიძენ არის დანაშაული! საჯაროდ გაჟღერებული ინფორმაციის გამოყენების შემთხვევაში დამდგარ უარყოფით შედეგზე ვინ იღებს პასუხიმგებლობას?!

ექიმი პასუხს აგებს არა მხოლოდ პაციენტის მკურნალობაზე, არამედ მედიკამენტოზური თერეპიების საჯაროდ გაცემულ  ინფორმაციაზე! – წერს ირმა კვიცარიძე.

ცნობისთვის, გიორგი ღოღობერიძე გადაცემა პრაიმშოუში კორონავირუსთან დაკავშირებული სამედიცინო პოდკასტების გამო გააკრიტიკეს.

 

იტვირთბა....