[su_quote] ეს იყო შტურმი, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, რაც შეეხება იყო თუ არა სწორად დაგეგმილი, მე დღემდე პასუხი არ მაქვს და არც საზოგადოებას, მაგალითად, რატომ არ იყო გამოყენებული წყლის ჭავლის მანქანები, რომელსაც შეიძლებოდა ნაკლები ზიანი მიეყენებინა, მაგრამ ეს უფრო სპეციალისტების შეფასებად დავტოვოთ. მე პირადად მაშინაც მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ ყოფილიყო გამოყენებული გაზთან ერთად წყლის ჭავლის მანქანები, შეიძლებოდა თავიდან აგვეცილებინა მძიმე დაზიანებები, რომლებიც მოქალაქეებმა მიიღეს, თუმცა, ეს ბუნებრივია, არანაირად არ ამართლებს შტურმის ორგანიზატორების განზრახვას და პოლიციელებზე თავდასხმებს [/su_quote]
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.