პროფესორის, ორგანიზაციის აკრედიტაცია საზღვრების გარეშე ხელმძვანელის, გიორგი ფხაკაძის მოსაზრებით, ეპიდაფეთქებას, ოღონდ გაცილებით მწვავეს, ახლაც ბათუმიდან უნდა ველოდოთ. მისივე შეფასებით, ინდური შტამის გავრცელება სიტუაციას შარშანდელზე მეტად დაამძიმებს.
“ჩვენ გვაქვს ძალიან მოკლე მეხსიერება. შარშან ზუსტად იგივე იყო – დაიწყო აფეთქება ბათუმიდან, წელსაც იქნება იგივე ისტორია, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ უფრო მწარე იქნება. გვექნება ინდური შტამი, ე.წ. დელტა შტამი იქნება უფრო ძლიერი, გავრცელება იქნება ძლიერი, მოსახლეობის იმუნური სისტემა იქნება უფრო დაქვეითებული, რადგან 1.5 წელი ხალხი ფიზიკურად დაიღალა, აი, ამას ელოდება ვირუსი, როდესაც თქვენ იტყვით “რაც იქნება, იქნებაო”, აი, მაშინ იგებს ვირუსი,” – აცხადებს ფხაკაძე.
საქართველოში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 911 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.