“იცით, რომ ბარიკადები არის აღებული, სხვა პირობები შესრულებილი არ არის. ამ მოცემულ მომენტში, სამუშაოები არ მიმდინარეობს. ახლა ნამახვანში ვარ და აქვე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ბოლო ორი კვირაა აქ სამუშაო პროცესი აღარ არის”, – ამის შესახებ ნამოხვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეთა აქციის ლიდერმა, რიონის ხეობის ერთერთმა მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა ფეისბუქ ლაივის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, მედიაციის დაწყების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ყველა მათი მოთხოვნის შესრულება:
“თუმცა, ოფიციალურად არ არის ნათქვამი, რომ შეჩერებულია, პირიქით, – ოფიციალურად ნათქვამია, რომ სამუშაო პროცესი გრძელდება. ამიტომ, ვითხოვთ, რომ თუკი უნდა დაიწყოს მედიაციის პროცესი, აუცილებელია, ყველა პირობა დეკლალირებულად, ოფიციალურად იყოს ნათქვამი და შესრულებული”, – თქვა გოლეთიანმა.
12 ივნისს გამართული შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ხელმძღვანელმა, დირკ ბუშლემ განაცხადა, რომ მხარეებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის იყო მიმდინარე კვირაში ხეობიდან პოლიციის გაყვანა და ბარიკადების აღება.