ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ამით ყველაფერი ნათქვამია, ადამიანთა მოდგმა ძალიან შორსაა კაცთმოყვარეობისგან – რას წერს კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში სამედიცინო ჟურნალის, ლანცეტის ბოლო ნომრის გარეკანის ფოტოს ავრცელებს.

გარეკანზე გამოტანილ ციტატაში აღნიშნულია, რომ ვაქცინებთან დაკავშირებით მდიდარი ქვეყნები ცუდად მოიქნენ.

“19 ივნისი 2021 წელი, The Lancet -ის ბოლო გამოცემის გარეკანი შემდეგს გვამცნობს:

კოვაქსი იყო მშვენიერი იდეა, რომელიც სოლიდარობის შედეგად შეიქმნა. სამწუხაროდ, ეს არ განხორციელდა …

მდიდარი ქვეყნები უფრო ცუდად მოიქცნენ, ვიდრე ვინმეს ყველაზე ცუდ კოშმარში წარმოედგინა“ – აღნიშნულია ლანცეტში.

ამით ყველაფერი ნათქვამია, ადამიანთა მოდგმა ძალიან შორსაა სამართლიანობის და კაცთმოყვარეობისგან”, – წერს კულუმბეგოვი.

იტვირთბა....