“საკადრო ცვლილებებზე საუბარი არ არის”, – ამის შესახებ ქართული ოცნების წევრმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განაცხადა.
მისი თქმით, პარტიის შეკრებაზე საუბარი მიმდინარე საკითხებზე და იმ გეგმებზე, რომელიც ქვეყნის მმართველ გუნდს აქვს.
“ქართული ოცნება არის ძალიან კარგად დაკომპლექტებული. შესაბამისად ფუნქციების მქონე პირებზე გადანაწილებული კონკრეტული საკითხები. ჩვენ მივყვებით ჩვენი საზოგადოების შესაბამისად კონკრეტული საკითხების გადაჭრას”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ქართული ოცნება 2 დღის განმავლობაში ბორჯომში საგანგებო შეხვედრებს გამართავს.