ახალი ამბები მთავარი სამართალი

გურიაში, 32 წლის ქალი 3 შვილთან ერთად, სასაფლაოებს ქურდავდა

გურიაში სასაფლაოების გაქურდვის ბრალდებით პოლიციამ ფოთში მცხოვრები 32 წლის ქალი დააკავა. ახალგაზრდა ქალი კომენდანტის საათის დროს სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად სასაფლაოებს ქურდავდა, თუმცა გამოკითხვის შემდეგ ის გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს.

ადგილობრივები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და ამბობენ რომ ადამიანები შიმშილის ზღვარზე არიან და დანაშაულის ჩადენა მძიმე სოციალური პირობების გამო უწევთ.

“იმაზე მეტად მტკივნეული, რომ ჩემი მშობლების სასაფლაო გაძარცვა იმ ქალბატონმა ის არის, რომ  იმ ბავშვებს რა ეშველებათ?” – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული, ამირან გიგინეიშვილი მთავარ არხთან. 

იტვირთბა....