ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები

გაზეთ „ქრონიკა  პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ მას უცნობმა პირმა ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მიუტანა.

კილაძე წერს, რომ მსგავსი შანტაჟის ფორმებს ემიჯნება და უცნობი პირი უარით გაისტუმრა.

„თუ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი სადმე გამოქვეყნდება, მთავარ პროკურატურას გადავცემ იმ პირის ფოტოს, ტელეფონის და ავტომანქანის ნომერს, რომელმაც ეს ფირი დღეს რედაქციაში მოიტანა.

ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით მსგავსი შანტაჟის ფორმებს. ოპონენტებს აკრძალული მეთოდებით არ ვებრძვით. ამიტომაც,”სტუმარი”ცხადია, უარით გავისტუმრეთ. ყველა ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია !!!!! არ გაბედოთ !!!!!!!“ – წერს კილაძე.

მოგვიანებით კილაძე საზოგადოებას ამცნობს, რომ პროკურატურაში ამ თემით დაინტერესდნენ და ის დაკითხვაზე დაიბარეს.

„ხვალ 11 სთ-ზე თბილისის პროკურატურაში დამიბარეს ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ფირზე დაწერილი სტატუსის გამო. ფოტოს, ტელეფონის ნომერს და სხვა ყველაფერს მივიტან.

თუ ბოლომდე მიყვებიან, მარტივად დადგინდება ვის ხელშია და საიდან განადგურებული ფირების ასლები“ – წერს კილაძე.

 

იტვირთბა....