ახალი ამბები მთავარი სამართალი

სისხლიანი გარჩევა სამტრედიაში – 32 წლის დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

სამტრედიაში სისხლიანი გარჩევისას დაჭრილი 32 წლის გრიგოლ ხონელიძე გარდაიცვალა. მას კლინიკაში ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

ექიმის განცხადებით, მას ცეცხლსასროლი იარაღით ათამდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

ამ დრომდე კლინიკაში რჩება მეორე დაჭრილი. გია ხუჭუას ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია. დაპირისპირება იმერეთის ქუჩაზე გუშინ მოხდა. დაპირისპირებას წინ სავარაუდოდ, კრიმინალური შეკრება უძღოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....