ევროკავშირის წარმომადგენლების ჩართულობით ონლაინ-შეხვედრა ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით დაახლოებით, ოთხი საათს განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი რიონის ხოეობის ერთერთმა მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა გააკეთა.
მისი თქმით, რკინის ბარიერების აღების გარდა, რიონის ხეობის მცველების არცერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. რაც შეეხება ხეობაში შესვლას, გოლეთიანის თქმით, კომპანია ენკა უარს აცხადებს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების იქ შესვლაზე.
ცნობისათვის, რიონის ხეობის მცველები პროტესტის გამოხატვას გუმათში განაგრძობენ.