არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. საუკეთესო მსაჯი უზბეკი რავშან ირმატოვი გახდა, საუკეთესო საფეხბურთო აგენტი კი პორტუგალიელი ჟოზე მენდეში.
წლის მწვრთნელად ბელგიის ნაკრების თავკაცი, მარკ ვილმოტსი აღიარეს. საუკეთესო პრეზიდენტის პრიზი კი ბარსელონას ხელმძღვანელს, ჟოსეპ მარია ბართომეუს გადაეცა.
Globe Soccer Awards-ის ჟიურის წევრები ვეტერანი ფეხბურთელები და მწვრთნელები იყვნენ, მათ შორის ფაბიო კაპელო.
აღნიშნული დაჯილდოება წელს უკვე მეექვსედ ჩატარდა. გასულ წელს საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანო რონალდო დაასახელეს.