ევროპული საქართველოს წევრმა გიგი უგულავამ პროკურატურის განცხადებაზე აღნიშნა, რომ მათ გონებასთან ერთად სირცხვილიც დაკარგეს.
“კაცო, ღარიბაშვილმა თავად არ დაადასტურა რომ მე, როგორც ქართუს ვიცეპრეზიდენტს, მართლაც მირეკავდნენ მინისტრები, ქალაქის მერი, პრეზიდენტის დედა და მეუღლეო. ღარიბაშვილმა მხოლოდ ის უარყო, რომ ის მაშინ პრემიერი ან მთავრობის წევრი იყო. და ეს ბულულაშვილი რას ბოდავს, რაის “მილისტები”. გონებასთან ერთად, სირცხვილიც სულ დაკრგეს. შეათანხმეთ მაინც ვერსიები”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
პროკურატურის განცხადების თანახმად, სატელეფონო საუბარში ბერა ივანიშვილი ამბობს არა სიტყვა “მინისტრებს” არამედ ” მინი სტები”. უცნობია და არც პროკურატურას აუხსნია, რას ნიშნავს სიტყვა “მინი სტები”.