ქართული ოცნების დეპუტატმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ვერ განმარტავს, რაა პრიდი.
“პრაიდი რომ მკითხოთ ახლა, ვერც კი განგიმარტავთ, რა არის ეს პრაიდი. ფლეშმობია? დემონსტრაციაა? შესაბამისად, არ მაქვს პასუხი. გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული. რაც შეეხება ფორმას, გამოხატვის ფორმა, შესაძლოა, იყოს ძალიან დიდი, ძალიან ფართე სპექტრში და ყველასთვის რაღაცა ზომიერება და სხვისი აზრის პატივისცემაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
5 ივლისს LGBT პრაიდია დაანონსებული.