ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

საქმე, რომელშიც ქართველს ადანაშაულებდნენ: ცოლი ბალიშით თავად გაგუდა და ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა

ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის საქმე, რომელშიც ქართველს ადანაშაულებდნენ, – შემთხვევა ერთი თვის წინ საბერძნეთში მოხდა. გამოძიებამ ახლახანს დაადგინა, რომ 20 წლის ქეროლაინ ქოუჩი, მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, საკუთარმა ქმარმა მოკლა და დანაშაულის დაფარვის მიზნით, ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დასრულდა 40 დღიანი სპექტაკლი ამ საქმესთან დაკავშირებით, რადგან 32 წლის მამაკაცმა აღიარა, რომ 20 წლის ქალი, მისი ცოლი ბალიშით თავად გაგუდა და შემდეგ უკვე ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა.

დაკითხვაზე კაცმა აღნიშნა, რომ შემთხვევამდე, რამდენიმე საათით ადრე, ქალმა უთხრა, რომ აპირებდა სახლის დატოვებას და თან წაიყვანდა 11 თვის შვილსაც. მკვლელობის მოტვად სწორედ ეს მუქარა დაასახელა.

 

იტვირთბა....