მოძრაობა დროას დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ჩვენი ცხოვრების წესებს არა კონსტიტუცია, არამედ ერთი ჯგუფი განსაზღვრავს, ვინც მთავრობა დაირქვა.
“კონტექსტი, რომელსაც კობახიძე და ნუ რეალურად ქართული ოცნება გვთავაზობს, ნიშნავს უმრავლესობის ძალადობის დაკანონებას, კანონის და თანაცხოვრების წესების არარსებობას, აბსოლუტურად ყველა მოქალაქისთვის საფრთხის შექმნას ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, განაცხადს, რომ ჩვენი ცხოვრების წესებს არა კონსტიტუცია, არამედ ერთი ჯგუფი განსაზღვრავს, ვინც მთავრობა დაირქვა.
უმრავლესობა და უმცირესობა ცვალებადია. ხან ვინ და რა მოსაზრებები ხდება უმრავლესობის ხან ვინ. ჩემ ბავშვობაში ბიჭს რომ შორტი ეცვა უმცირესობაში ხვდებოდა და ცემდენ. ვინც ცემდა, ეხლა თავად აცვია შორტი და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს. ვინ რას დააწესებს და რას აყვება უმრავლესობა აბსოლუტურად გაუთვლელია, ამიტომ, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ კონკრეტულ მოსაზრებაზე ძალადობენ, ყველა საფრთხეშია”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ პრაიდზე ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ.
ხოშტარიამ აღნიშნა, რომ ღირსების მარშის გამართვამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა.
ირაკლიკობახიძემ რეაქციის ეთერში განაცხადა, რომ პრაიდის ღონისძიება, ზოგადი კონტექსტის გათვლისწინებით, არ უნდა ჩატარდეს