[su_quote] პრაიდის ჩატარება-არ ჩატარების საკითხი არ არის ასე მარტივად და ცალსახად გადასაწყვეტი. ესაა ძალიან კომპლექსური საკითხი, რომელსაც ბევრი რისკი ახლავს თან და ამ რისკების გათვალისწინებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კობახიძეს ვეთანხმები, რომ რისკების აწონ-დაწონვის შემდეგ, უკეთესი იქნება თუ არ ჩაატარებენ. ძალიან ბევრი რამის უფლება შეიძლება გქონდეს, მაგრამ შენი უფლებები რაღაც დოზით უნდა დაარეგულირო ისე, რომ საზოგადოებისთვის ეს არ იყოს ზიანოს მომტანი. ძალიან ბევრი კომპლექსური მიზეზები შეიძლება ჰქონდეს და შედეგები მოჰყვეს. ამიტომ, ძალიან ხშირად გვიხდება ადამიანებს იმის კეთება, რისი უფლებაც და სურვილიც გვაქვს, მაგრამ ძალიან ბევრ რამეს ვითვალისწინებთ. ასე მარტივად ამ საკითხზე საუბარი არ შეიძლება, რადგან ძალიან მგრძნობიარე თემაა. მე ირაკლი კობახიძეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვეთანხმები [/su_quote]
ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა მეტრონომს განუცხადა და ამით, ივლისში დაგეგმილი პრაიდის კვირეულის შესახებ მმართველი გუნდის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.