aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორძაია: ღირსების მარშის ჩატარება უნდა უზრუნველყონ ღირსეულად, ძალადობის გარეშე

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ ყველა უწყებამ, მათ შორის, კომიტეტებმაც უნდა გააცნობიერონ რომ პრაიდის ჩატარება ღირსეულად და ყოველგვარი ძალადობის გარეშე უნდა უზრუნველყონ.

“გუშინ მოვისმინეთ კობახიძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ არ უნდა დართონ ნება ღირსების პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით. ერთია, რომ პარლამენტის წევრს და წამყვანი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს არ ესმის, რას ითხოვს კონსტიტუცია. გთხოვთ, გააჟღეროთ მოწოდება, რომ შსს-მ და ყველა უწყებამ, მათ შორის, ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, გააცნობიეროს, რომ ღირსების მარშის ჩატარება უნდა უზრუნველყონ ღირსეულად, ყოველგვარი ძალადობის გარეშე და მოძალადეებს მიუჩინონ თავიანთი ადგილი”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

როგორც ცნობილია, გუშინ, რეაქციის ეთერში ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 5 ივლისს დაგეგმილი პრაიდი არ უნდა ჩატარდეს.

 

იტვირთბა....