ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

ლომჯარია: უნდა წარმოადგინონ მეცნიერული დასაბუთება, რატომ არის კომენდანტის საათი საჭირო

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ უნდა დაასაბუთოს, რატომ არის კომენდანტის საათი საჭირო.

“რაც შეეხება თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ამ მხრივ ყურადღება გვაქვს გამახვილებული ამ დრომდე მოქმედ კომენდანტის საათის პრობლემურობასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ უწყებათაშორისმა საბჭომ უნდა დაასაბუთოს და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა გავლენას ახდენს კონკრეტულ საათებში გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელების შეკავებაზე”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ლომჯარიამ აღნიშნა, რომ მთავრობას არ წარმოუდგენია მეცნიერული დასაბუთება, თუ რატომ არის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გარდაუვალი საჭიროება.

ამ და სხვა თემებზე სახალხო დამცველმა დღეს, პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

იტვირთბა....