სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და ინტეგრაციის კომიტეტზე ანაგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ფიქსირდება ფიზიკური ძალადობის ფაქტები.
“ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გამოვლინდა ძალადობის ფაქტები როგორც თანამშრომლების მხრიდან პაციენტების მიმართ, ასევე, პაციენტებს შორის. გამოვლინდა როგორც ფიზიკური, ასევე, სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ლომჯარიამ, ასევე, აღნიშნა, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ხშირად არ არის გამართული ფიზიკური ჯანდაცვის სისტემა და პაციენტებს შესაბამისი მკურნალობა არ მიეწოდებათ.