18 ივლისიდან დაბალბიუჯეტიანი ყირგიზული კომპანია Air Manas-ის დაიწყებს ოპერირებას. ფრენები ბიშკეკი-ბათუმი-ბიშკეკის მიმართულებით იფრენს.
“თითოეული ახალი ავიაკომპანია, რომელიც ემატება ჩვენს ავიაბაზარს ამ პოსტპანდემიურ პერიოდში, ძალიან კარგი მოვლენაა, რომელიც მოასწავებს ტურიზმის სწრაფ აღდგენას. ამავდროულად, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყირგიზეთსა და საქართველოს შორის იწყება შედარებით რეგულარული ავიამიმოსვლა”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
ავიაკომპანია კვირაში ერთხელ შეასრულებს ფრენებს.