ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა

გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა.19 წლის ფეხბურთელი 2020 წლის 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა.

მისი ძებნა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა მეორე დღეს, გამთენიას დაიწყეს. ოჯახმა შაქარაშვილის გაუჩინარების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს, დილის 11:00 საათისთვის მიმართა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.

შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე დააკავეს კონფლიქტის მონაწილე ახალგაზრდები. რამდენიმეთვიანი გამოძიებისა და სასამართლო პროცესების შემდეგ, ორ არასრულწლოვანს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო სამ  სრულწლოვან ბრალდებულს – 16-16 წლიანი პატიმრობა.

იტვირთბა....