კახეთში, გურჯაანის რაიონ სოფელ ჩუმლაყში 17 წლის გოგონა დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი წყლის გამაცხელებლის ტექნიკური გაუმართაობაა. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
დაღუპული გოგონა ოჯახის წევრებმა აბაზანაში იპოვეს. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
მომხდარზე გამოძიებას გურჯაანის რაიონული პოლიცია აწარმოებს.