რიონის ხეობის ერთ-ერთმა მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მედიაციის შედეგად გაცემულ პირობებს არ ასრულებს და ამ პროცესის ჩაშლას ცდილობს.
“გეგმა დარღვეული იქნა ხელისუფლებისა და კომპანიის მხირდან. ჩვენ არ მოგვეცა გადაადგილების საშუალება პროტესტის პირვანდელ ადგილას, სხვა პირობები არ დაკმაყოფილდა და დაგვავალდებულეს, თითქოს, რომ უნდა გაგვეტარებინა კომპანია. არ გავატარეთ და ამას მოჰყვა სპეკულაციები, რომ, თითქოს, არ ვასრულებთ პირობებს. უნდა მოგვცემოდა გადაადგილების შესაძლებლობა და კომპანიაც იმოძრავებდა ამ გზაზე. დღეს ვერ დავბრუნდით პროტესტის ადგილზე”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
გოლეთიანმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ისევ უსამართლოდ იქცევა.
როგორც უკვე ცნობილია, დღეს რიონის ხეობაში პოლიციის მიერ აღმართული ბარიკადები დაშალეს. მედიაციის პირობების თანახმად, ეს იყო მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილი, რაც შეეხება რიონის ხეობის მცველების მიერ წაყენებულ სხვა პირობებს, ისინი ჯერჯერობით არ შესრულებულა.