ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: 20 ივნისს ერთადერთი თვალთხარია ნიკანორ მელია იყო

ქართული ოცნების წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს ერთადერთი თვალთხარია ნიკანორ მელია იყო.

“გახრია იყო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და გუნდის ერთმა წევრმა მეორე უნდა დაიცვას. ეს არის მარტივი წესი. მყარად მივყვები ამ წესს, ეს არის ჩემი პოზიცია, მით უმეტეს, რომ 20 ივნისის შემდეგ გიორგი გახარია იყო ამორალური თავდასხმის ობიექტი ოპოზიციის მხრიდან. გახსოვთ, ტერმინების მოფიქრება, თვალთხარია და ა.შ. გახსოვთ სპეციალურად შექმნილი სიმღერა მასზე, რომ თითქოს, გახარიას უხარია თვალების დათხრა. ასეთ დროს ჩვენი მორალურიც და პოლიტიკური ვალი იყო, რომ დაგვეცვა. ერთადერთი თვალთხარია იყო ნიკანორ მელია და ნაციონალური მოძრაობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, გუნდის წევრს ყოველთვის დაიცავს.

იტვირთბა....