ახალი ამბები მთავარი სამართალი

ჯანეზაშვილი გზირიშვილს: მონა ხართ, რატომ დანიშნეთ შვილი მოსამართლედ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოს წევრს ლევან გზირიშვილს მონა უწოდა.

“თქვენ ხართ მონა, უვარგისი ამ ქვეყნისთვის. თქვენისთანა ადამიანები ამ სისტემიდან უნდა წავიდნენ. რატომ გახდა თქვენი შვილი მოსამართლე? ეს არის საჯარო სისტემა? შენ ხარ მონა, უსირცხვილო. შვილი დანიშნე მოსამართლის თანამდებობაზე”, –  მიმართა ნაზი ჯანეზაშვილმა გზირიშვილს.

დღეს ლევან გზირიშვილის შვილი, ალექსანდრე გზირიშვილი მოსამართლედ აირჩიეს.

იტვირთბა....