ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მეზვრიშვილი: შსს, ერთ-ერთი ყველაზე დახურული უწყება, გამჭვირვალე გავხადეთ

გიორგი გახარიას გუნდის წევრმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლის შემდეგ უწყება გამჭვირვალე გახადეს.

“როცა ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში მივედით, ერთ-ერთი ყველაზე დახურული უწყება გავხადეთ ყველაზე გამჭვირვალე. გამოვედით და დავიწყეთ იმ პრობლემებზე ლაპარაკი და მოგვარება, რომელიც სისტემაში დაგვხვდა. რაღაცები წინ წავწიეთ, რაღაცები ვერ გავაკეთეთ”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი დღეს არის გაჩერებული.

იტვირთბა....