გუმათში პოლიცია ჯებირების დემონტაჟს იწყებს. როგორც რიონის ხეობის ერთერთმა მცველმა და ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა ფეისბუ ლაივის დროს განაცხადა, ეს საკმარისი არ არის და ელოდებიან ხელისუფლებისგან პასუხს, რომ დაიწყონ მედიაციის პროცესი.
“როდესაც მუშა პროცესი მიმდინარეობს და ლანდშაფტი მნიშვნელოვნად ზიანდება, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ მშვიდ გარემოში, ან როდესაც ჩვენს თანამებრძოლებს იჭერენ. აუცილებელია, რომ ყველა პირობა იყოს დაკმაყოფილებული იმისთვის, რომ კომუნიკაცია გავაგრძელოთ მშვიდად და მსჯელობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, თუ რა პრობლემები არსებობს კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით.
კიდევ ერთხელ გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ არ მოვდუნდეთ, ბრძოლა გრძელდება. ყველა უნდა ვიყოთ პასუხისმგებელი, თუ როგორ დამთავრდება ეს პროცესი”, – თქვა გოლეთიანმა.
რიონის ხეობის მცველები ხეობაში 200 დღეზე მეტია დგანან და ნამახვანჰესის მშნებლობის შეჩერებას ითხოვენ. შეგახსენებთ რომ მმთავრობისა და რიონის ხეობის მცველებს შორის მოლაპარაკებაში ევროკავშირი მედიაციის ფორმატით ჩაერთო.