რიონის ხეობის ერთ-ერთმა მცველმა, მაკა სულაძემ განაცხადა, რომ თუ ხეობაში პოლიციის დიდი რაოდენობა დარჩება, ბარიკადების აღებას აზრი არ აქვს.
“თუ პოლიციის ეს რაოდენობა დარჩა ხეობაში, ბარიკადის აღება არაფერს ნიშნავს და ჩვენი გადაადგილების უფლება მაინც იქნება შეზღუდული. ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს პირობა და დარჩეს პოლიციის ის რაოდენობა, რაც კომპანიისთვის იქნება საჭირო”, – განაცხადა მაკა სულაძემ.
სულაძემ, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება კარგად აფასებს, რა მნიშვნელობა აქვს დიალოგს ხალხთან და ეს იქნება ამ დიალოგის დასაწყისი. ასევე, განაცხადა, რომ ხელისუფლება გააცნობიერებს, რომ არასოდეს არ უნდა ჩადგეს ხალხსა და ხელისფლებას შორის ასეთი ბარიკადები არც პირდაპირი და არც გადატანითი მნიშვნელობით.
ამ დროისთვის რიონის ხეობაში ბარიკადების დემონტაჟი მიმდინარეობს.