ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბლოკის სია რომ არ ჩაეხსნათ, შემოსვლას არც ვაპირებდი – ვაშაძე პარლამენტში მივიდა

პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის წევრი, გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა. მისი თქმით, საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად იქნება ჩართული.

“სიმართლე გითხრათ, ბლოკის სია რომ არ ჩაეხსნათ, პარლამენტში შემოსვლას არც ვაპირებდი, მაგრამ რადგან შემოვედი, ამომრჩევლის ნდობას გამართლება უნდა. ვითანამშრომლებ ყველასთან, ფრაქციის წევრებთან. „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ არის ტექნიკური ფრაქცია, ფრაქციაში ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებთ მხოლოდ ერთი მიზანი – 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვანი რეალიზაცია და საქართველოს პოლიტიკაში ახალი ატმოსფეროს დამკვიდრება”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სტრატეგია აღმაშენებელის ფრაქციაში გაწევრიანების გარდა ვაშაძე ასევე, საგარეო საკითხთა კომიტეტში წევრიც გახდა და სწორედ ამ კომიტეტის სხდომას ესწრება დღეს.

იტვირთბა....