ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გოცირიძე: სეკულარულ ქვეყანაში ღმერთის წინაშე ფიცი დაგვადებინეს, როცა ზოგი ათეისტია

“ხელი მოვაწერთ საქართველოს პარლამენტის წევრის ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს”, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

გოცირიძის პოსტს მეტრონომი უცვლელად გთავაზობთ:

“სეკულარულ სახელმწიფოში ფიცი დაგვადებინეს ღმერთის წინაშე, არა და პარლამენტში ზოგი მორწმუნეა, ზოგი ათეისტი, ზოგიც აგნოსტიკოსი. ერთ-ორს ისეთსაც ვიცნობ, პირდაპირ სატანას რომ ეთაყვანება.

რატომ აიძულებენ ადამიანებს კანონის ძალით (რეგლამენტი ითვალისწინებს ამას) უღალატონ თავიანთ შინაგან რწმენას და პრინციპებს? ერთ მაზდეანელ (ცეცხლთაყვანისმცემელ) დეპუტატსაც ვიცნობ. პატიოსანი სინდისით მოაწერა ხელი. კიდევ კარგი, ღმერთის სახეობა არაა ამ ფიცში დაკონკრეტებული, თორემ მერე გენახათ სკანდალი”, – წერს გოცირიძე.

 

იტვირთბა....