aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე იაკობი ჟურნალისტებს: გთხოვთ მოგვცეთ საშუალება, სწრაფად შევიდეს მონიტორინგის ჯგუფი პანსიონში

aviabiletebi
ავიაბილეთები

მეუფე იაკობისა და სახალხო დამცველის შეხვედრა დასრულდა. როგორც სასულიერო პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო კვირას ნინო ლომჯარიასთან ერთად ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ჩავა.

“ჩვენ გვქონდა ძალიან გულღია საუბარი. მიმოვიხილეთ ის პრობლემები, რაზეც იყო ლაპარაკი და ზოგადად, სიტუცია. სახალხო დამცველი და მე ალბათ, შემდეგი კვირის ბოლოს ერთად ჩავალთ პანსიონში.

თქვენ გთხოვთ, ჟურნალისტებმა მოგვცეთ საშუალება, ალყა რომ გაქვთ შემორტყმული,  დიდი სტრესია ბავშვებისთვის და ვერ გამოდიან იმ სტრესიდან, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს [მონიტორინგის ჯგუფი]”, – თქვა მეუფე იაკობმა.

ნინოწმინდის პანსიონში ამ დრომდე რჩება 23 ბავშვი, სახალხო დამცველს კი ისევ არ ეძლევა პანსიონში შესვლის საშუალება. პანსიონს 14 ივნისიდან ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – მეუფე სპირიდონი მეუფე იაკობმა ჩაანაცვლა.

5 ივნისს სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა. ორგანიზაციის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი განმარტავს, რომ კანონმდებლობით ორგანიზაციისთვის განსაზღვრული სპეციალური მოსარჩელის სტატუსიდან გამომდინარე, განაჩენში არსებობს ტექნიკური ჩანაწერი პანსიონიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანის შესახებ, მაგრამ, მისივე თქმით, თუ პანსიონში საფრთხე არსებობს, რომელზეც მოსამართლეც საუბრობს, არ შეიძლება იქ რომელიმე ბავშვი დარჩეს. საქართველოს საპატრიარქომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, რომელიც მის დაქვემდებარებაშია, განცხადება გაავრცელა. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ისინი გაასაჩივრებენ სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც PHR-ის მოთხოვნა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ დაკმაყოფილდა.

2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

იტვირთბა....