ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: დავამთავროთ შტურმი, ვაცადოთ ბავშვებს მშვიდ გარემოში ცხოვრება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ყველამ უნდა იფიქროს ნინოწმინდის პანსიონში მყოფ ბავშვებზე და მშვიდ გარემოში ცხოვრების საშუალება მისცენ.

„არის ძალიან პოზიტიური პროცესები ამ დაძაბულ ვითარებაში, მეუფე იაკობმა მცირე ხანში გარკვეული ნაბიჯების გადადგმა უკვე მოასწრო. დაანონსებული იყო შეაძლო შეხვედრის შესახებ და სახალხო დამცველი გამოეხმაურა ამ შეთავზებას.

მგონია, რომ დაგვავიწყდა ბავშვები, გვახსოვს მარტო, როგორ შევაღწიოთ შიგნით, ბავშვებზე ვიფიქროთ. ეს ყველაფერი დაიწყო იმით, თითქოს ეკლესიისგან უნდა დაეცვათ ბავშვები და დამთავრდება იმით, რომ ტელევიზიებისგან იქნებიან ცოტა ხანში ბავშვები დასაცავი. შტურმი დავამთავროთ, ბავშვებს ვაცადოთ, რომ მშვიდ გარემოში იცხოვრონ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ნინოწმინდის პანსიონის ახალ ხელმძღვანელ მეუფე იაკობსა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

იტვირთბა....