ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრაიდის ორგანიზატორი: ქუჩაში გასვლას ხშირად მოსდევს არეულობა, გვინდა, რომ ეს გადავტეხოთ

პრაიდის ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ აქტიურად ემზადებიან ღონისძიების ჩასატარებლად.

“აქტიურად ვემზადებით პრაიდის ჩასატარებლად. უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობის ადამიანი და სხვადასხვა ჯგუფია ჩართული ორგანიზების პროცესში. 50-მდე ორგანიზაცია, სტრატაფი, კლუბი, ბარი, საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეები, აქტივისტები და არტისტები არიან ჩართული მთლიანად ამ პროცესის ორგანიზებაში.

გვინდა, რომ ეს ჯგუფი კიდევ უფრო გავაფართოვოთ, წელს ფართო მობილიზებას ვახდენთ და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას საზოგადოება და ჩვენი ქვეყანა, სიძულვილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, ჩვენი ქუჩაში გასვლის მცდელობას ხშირად მოსდევს ხოლმე არეულობის და სიძულვილის ფორმირება, გვინდა, რომ ეს გადავტეხოთ, და შევძლოთ ერთი ნაბიჯის წინ გადადგმა, როგორც საზოგადოებამ”, – თქვა თაბაგარმა.

1-5 ივლისს თბილისი პრაიდი კვირეულს გამართავს, 5 ივლისს კი  თბილისში, რუსთაველის გამზირზე კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში გაიმართება.

პრაიდი ლგბტ კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით აღინიშნება. წლების მანძილზე, ლგბტ ადამიანების უფლებების ზრდასთან ერთად, ღონისძიებამ ბევრგან მიიღო ზეიმის სახე.

იტვირთბა....