[su_quote] დედაენის ბაღში მივედი საქმიან, ნახევრად-ფორმალურ შეხვედრაზე, გადარბენა მაქვს, უნდა ჩავირბინო, ვნახო, ამოვირბინო. შემეფეთა ირაკლი კობახიძე, ეგრევე მივაჭერი, 2 წუთის გამოყოფა ვთხოვე, შევახსენე ვინ ვარ და რომ ლგბტქ უფლებებზე მემორანდუმთან დაკავშირებით ბევრი ადამიანის გავლით ვცდილობდით მასთან კომუნიკაციას. დაადასტურა, რომ პარტიამ იმ დროისთვის ვერ მიიღო მემორანდუმის ხელმოწერის გადაწყვეტილება. ვუთხარი, რომ პრაიდ-კვირეულისთვის ვემზადებით და ამ რეალობაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მმართველ პარტიასთან თანამშრომლობაც (გარდა იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვესაუბრებით). შემპირდა, რომ უახლოეს დღეებში დამიკავშირდება და შევხვდებით. (აუცილებლად დავწერ სიახლეებსაც). ადამიანური კომუნიკაცია გვქონდა და ეს კარგია. საერთოდ რატომ უნდა აღვნიშნავდე ამას, მაგრამ, ქვედა აბზაცში მიხვდებით, რომ თურმე ეს ფაქტიც აღნიშვნის ღირსია. გამოვიარე და კახი კალაძეც დავინახე. ვიფიქრე, ამ შანსსაც გამოვიყენებდი. თბილისი სოლიდარობის ქალაქიაო, ამბობს, ხოდა, თუ სოლიდარობაა, დაე გამოგვიცხადოს მერმა სოლიდარობა, გამოხატოს ამ ქალაქის ქვიარ ადამიანების მიმართ მხარდაჭერა რაიმე ფორმით, შეგვაწიოს ძალისხმევა იმისთვის, რომ შეკრებისა და მანიფესტანციის უფლებით სარგებლობა შევძლოთ. ხოდა, არაფრით არ გამომივიდა. “ჯარი” იცავდა, ალბათ რამდენიმე ათეული ადამიანი, რაღაცნაირი მტუქსავი და შემაშინებელი ვაიბის ტიპები. ძალიან კულტურულად და მშვიდობიანად ვთხოვე, სულ ორი წუთით გავესაუბრები, გადასცეთ იქნებ, რომ მოქალაქეს მაქვს ამის სურვილი მეთქი. არაფრით არ მიმიშვეს. განცხადებით მიმართეთღო. მერე ცოტა სხვა ადგილას გადავეყარე კიდევ, უკვე ძალიან ახლოს, ბატონო კახი მეთქი, მივმართე და ტიპი სირბილით გაიყვანეს და ისე ჩამიხტნენ წინ, ვიფიქრე, ცოტაც და გადამჯეგავდნენ. ხოდა, რა არი ეს ბატონო კახა, კარგით რა! ასე დაუცველად გრძნობთ თავს იმ ქალაქში, რომლის მერიც ხართ? თუ ასეთი აუტანლობა გაქვთ მოქალაქეებთან პირდაპირი კომუნიკაციის და მათი მოსმენის? ცოტა გამიჭირდება ვიფიქრო, რომ დაცვა თქვენი ნების საწიმააღმდეგოდ იქცევა ამგვარად, მაგრამ არაფერია გამორიცხული. თქვენთან შეხვედრაც გვსურს ღირსების მარშის ორგანიზატორებს და იქნებ მოგვცეთ ამის შესაძლებლობა. ან სხვა რაიმე ფორმით გამოხვიდეთ იქნებ კონტაქტზე [/su_quote]
ამის შესახებ ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში წერს.