ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

რონალდუს ქმედების შემდეგ, კოკა-კოლას აქციების ფასი დაეცა და კომპანიამ მილიარდობით დოლარი იზარალა

პორტუგალია-უნგრეთის მატჩის წინ, ბუდაპეშტში გამართული პრესკონფერენციაზე, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ მის წინ განთავსებული კოკა-კოლას ორი ბოთლი დემონსტრაციულად გასწია, სანაცვლოდ კი წყალი აიღო და პორტუგალიურ ენაზე წარმოთქვა “Agua”, რითაც დამსწრე საზოგადოებას მიანიშნა, რომ წყალი უნდა დალიონ.

ამ ჟესტის შემდეგ, ჩემპიონატის ოფიციალური სპონსორის, კოკა-კოლას აქციებზე ფასი 1.6%-ით, – $55-მდე დაეცა და სამშაბათს მისი საბაზრო ღირებულება დაახლოებით $4 მილიარდით იყო შემცირებული.

მას შემდეგ, რაც რონალდუს საქციელის ამსახველმა 30-წამიანმა ვიდეომ ინტერნეტი მოიცვა, ჩემპიონატის ორგანიზატორმა UEFA-მ განმარტა, რომ ფეხბურთელებს პრესკონფერენციაზე კოკაკოლასა და კოკა-კოლა ზეროს გარდა, წყალსაც ახვედრებენ, რათა მოერგონ მათ გემოვნებას. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ქცევა გაიმეორა “მანჩესტერ იუნაიტედის” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, პოლ პოგბამაც, როცა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე არაალკოჰოლური “ჰეინეკენის” ბოთლი გადადო მაგიდიდან.

იტვირთბა....