ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჭყონია რონალდუს აკრიტიკებს: ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი იყო

კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას დამფუძნებელი, თემურ ჭყონია პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს საქციელს აკრიტიკებს, რომლითაც მან საჯაროდ თქვა უარი ოკაკოლაზე წყლის სასარგებლოდ.

“ვითომ რაღაც გააკეთა. მე ვფიქრობ, რომ ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი იყო. ჯერ ერთი, უწესობაა მაშინ, როცა მთელი ჩემპიონატის სპონსორია კოკა-კოლა. მეორეც, არაერთი ცნობილი ადამიანი, მათ შორის ელვის პრესლი უკეთებდა რეკლამას კოკა-კოლას და ვინ არის რონალდუ ელვის პრესლისთან? ნული. მისი დიდი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ და ახლა დამთავრებულია მისი საქმე ჩემს თვალში. ვითომ მაგარია. მაგასაც ვნახავთ, ჩემპიონატი რომ დამთავრდება, როგორი მაგარია”, – განაცხადა თემურ ჭყონიამ ბიზნეს ფორმულასთან.

ცნობისათვის, რონალდუმ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფარგლებში პორტუგალია-უნგრეთის მატჩის წინ, ბუდაპეშტში გამართული პრესკონფერენციაზე, მის წინ განთავსებული კოკა-კოლას ორი ბოთლი დემონსტრაციულად გასწია, სანაცვლოდ კი წყალი აიღო და პორტუგალიურ ენაზე წარმოთქვა “Agua”, რითაც დამსწრე საზოგადოებას მიანიშნა, რომ წყალი უნდა დალიონ.

ამ ჟესტის შემდეგ, ჩემპიონატის ოფიციალური სპონსორის, კოკა-კოლას აქციებზე ფასი 1.6%-ით დაეცა $55-მდე და სამშაბათს მისი საბაზრო ღირებულება დაახლოებით $4 მილიარდით იყო შემცირებული.

იტვირთბა....