ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის ინფორმაციით, ქართული ოცნება თბილისის მერობის კანდიდატად ზურაბ პოლოლიკაშვილს განიხილავს. ამის შესახებ მან For.ge-სთან განუცხადა.
“კალაძის შემცვლელად, თავად პარტიული რიგებიდან, ამჟამად ვერავის ვხედავ, რომელსაც გააჩნია გარკვეული პოპულარობის დონე. „ქართული ოცნების“ ცნობად სახეებში ასეთ ფიგურას ჯერჯერობით ვერ ვხედავ. იყო გარკვეული ინფორმაციები, რომ „ქართული ოცნება“ აპირებდა არაპარტიული კანდიდატის წარდგენას, საუბარი იყო ზურაბ პოლოლიკაშვილზე, რომელიც ახლა არის საერთაშორისო ტურიზმის ფედერაციის პრეზიდენტი”, – თქვა ანჯარიძემ.
ამ ეტაპზე უცნობია, ვის წარადგენს ქართული ოცნება მერობის კანდიდატად. აღნიშნულთან დაკავშირებით კალაძეს საკუთარი გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ გამოუცხადებია.