ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ემუქრება თუ არა საქართველოს მოსახლეობას კოვიდის შემდეგ შავი სოკო – ინფექციონისტის განმარტება

„მოგეხსენებათ, კორონავირუსული ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება იმუნურ ფაზაში სტეროიდები, მაღალი დოზით, რომლებიც იმუნურ სისტემას აქვეითებს. შავი სოკო გამოვლინდა პაციენტებში, ვინც დიდი დოზით იღებდა სტეროიდებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში”, – ამის შესახებ ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა ჟურნალ სარკეს კითხვას პასუხად აცხადებს იმის შესახებ, ემუქრება თუ არა საქართველოს მოსახლეობას კოვიდის შემდეგ შავი სოკო, რომელიც ინდოეთში კორონავირუსის პანდემიის დროს აფეთქდა.

მისი თქმით, შავი სოკო როგორც წესი, ვითარდება იმ პაციენტებს შორის, ვისაც მძიმე თანხმლები დაავადება აქვს, მაგალითად, შიდსი, დიაბეტი, ჰემატოლოგიური დაავადება, იმყოფება ქიმიოთერაპიის ქვეშ და ამის შედეგად აქვს დაქვეითებული იმუნიტეტი.

. ხალხი რომ არ შევაშინოთ, გეტყვით, რომ ეს დაავადება არ ვრცელდება ჯანმრთელ, იმუნოკომპეტენტურ ადამიანებში. ვლინდება მხოლოდ იქ, სადაც ღრმა იმუნოდეფიციტი და ფონური დაავადებებია. ჯანმრთელ ადამიანს ეს არ გადაედება. შეიძლება, გადაედოს მხოლოდ მას, ვინც ამ მძიმე სენით დაავადებულ პაციენტთან იქნება და ეს სოკო მოხვდება ლორწოვანზე. ადამიანიდან ადამიანზე იშვიათად გადადის, მაგრამ იმუნოკომპეტენტურ ადამიანებს, რომც გვქონდეს კონტაქტი ამ სოკოსთან, დაავადება არ განგვივითარდება…”- თქვა ალექსანდრე გოგინავამ.

 

იტვირთბა....