თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ორიგინალი წარმოების 10 000 კოლოფი რემდესივირი ამერიკიდან საქართველოში გამოიგზავნა.
„ამერიკიდან უკვე გამოიგზავნა. კომპანია „გილიადს” მივმართეთ თხოვნით და გამონაკლისის სახით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოგვეწოდება 10 000 კოლოფი რემდესივირი, თანაც არა ინდური ჯენერიკის, არამედ ბრენდის, ამერიკული, ორიგინალი წარმოების მოგვეწოდება. რამდენადაც ვიცი, ის გუშინ გამოიგზავნა ამერიკიდან და დღეს ან ხვალ უნდა ჩამოვიდეს”, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, საქრთველოში რემდესივირის პირველი დოზები საკმაოდ წარმატებით გამოიყენეს. თენგიზ ცერცვაძე შეცდომათ მიიჩნევს, რომ ქვეყანაში აღნიშნულ პრეპარატს მხოლოდ 27 კლინიკა იყენებდა.